ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი ყალბია - სუსი
ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი ყალბია - ამის შესახებ "პირველებს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყებაში tvpirvei.ge-ს უთხრეს, რომ “ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.
„შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას” - ამბობენ უწყებაში.
სოციალურ ქსელებში ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში „ტერორისტული თავდასხმა“ იგეგმება, რამდენიმე საათის წინ, ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე გავრცელდა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.