ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს - იქნება თუ არა განხილვის თემა საქართველო?
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა დაიწყო, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებიან. ამ შეხვედრაზე, შესაძლოა, საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში განვითარებული პროცესები გახდეს. ეს მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევოპელმა ლიდერებმა რუსული კანონი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
დღის წესრიგის მიხედვით კი განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტის შემდეგ ამ წუთებში უკვე ევროკავშირი მსჯელობს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.