ივანიშვილი საქართველოს უყურებს, როგორც თავის კერძო სეიფს, ფინანსური კაპიტალის უსაფრთხო ციხე-სიმაგრეს - დეკანოიძე
"ივანიშვილი ჩვენს სამშობლოს უყურებს, როგორც თავის კერძო სეიფს, უნდა, რომ საქართველო მისთვის შექმნას როგორც ფინანსური კაპიტალის უსაფრთხო ციხე-სიმაგრედ" - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე აკეთებს და ე.წ. ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას და პანამის სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ საქართველოში ოფშორებიდან ფული შემოიტანოს და თავი დაიზღვიოს სანქციებისგან. გარდა ამისა, დეპუტატი საუბრობს იმ საფრთხეზეც, რომ საქართველო შესაძლოა, გადაიქცეს სანქცირებული პირების ფინანსურ თავშესაფრად.
ივანიშვილი ჩვენს სამშობლობს უყურებს, როგორც თავის კერძო სეიფს, უნდა, რომ საქართველო მისთვის შექმნას როგორც ფინანსური კაპიტალის უსაფრთხო ციხე-სიმაგრედ, მისთვის მხოლოდ და არა საქართველოს მოქალაქეების. ივანიშვილის გარდა, საფრთხეა, რომ ბევრმა სანქცირებულმა ადამიანმა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია ფინანსებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები, რაც აქვს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პარლამენტს მიღებული,“ - ამბობს დეკანოიძე.
დადასტურებულია, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.