პოლიტიკურად ბანკროტი ხელისუფლების ნათელი დემონსტრაცია - ქადაგიძე "ოცნების" კონტრაქციაზე
პოლიტიკურად ბანკროტი ხელისუფლების ყველაზე ნათელი დემონსტრაცია - ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე "ოცნების" დაანონსებულ კონტრაქციას. ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი პარალელს ასლან აბაშიძესთან ავლებს და ამბობს, რომ მსგავს შეკრებებს მმართველობის დასასრულს სწორედ დიქტატორები და ავტორიტარები მართავდნენ, რათა ყველასთვის ეჩვენებინათ, რომ მხარდამჭერები ჯერ კიდევ ჰყავთ.
ბოლო ჟამი დიქტატორებს, ავტორიტარებს თუ შეხედავენ და ისტორიას გადახედავენ, მიუხედავად იმისა, რომ არც კითხვა უყვართ დიდად და არც ისტორია, ნახავენ, რომ ბოლო ჟამის პოლიტიკურად გაკოტრებული ავტორიტარი მმართველები, ოლიგარქები და დიქტატორები ზუსტად ასეთი ტიპის შეკრებებს აკეთებენ, იმიტომ, რომ მათ უნდათ, ილუზია შექმნან, თითქოს ჰყავთ მხარდამჭერი ამ რუსულ გზაზე გადახვევის საქმეში. შორს რომ არ წავიდე, ასლან აბაშიძე აკეთებდა ამას ბოლო ჟამს „მხარდამჭერების“ ქუჩაში გამოყვანით. ეს არის გაკოტრებული, პოლიტიკურად ბანკროტი ხელისუფლების ყველაზე ნათელი დემონსტრაცია, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.