"ვერ გავჩუმდებით!" - პაპუაშვილი კონტრაქციაზე

22.04.24 15:28
"ვერ გავჩუმდებით!" - პაპუაშვილი კონტრაქციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა რუსული კანონის მომხრეა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისი აზრი 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ადაფიქსირონ. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ქართველი ერი, რომელიც რეგიონში ყველა თვალსაზრისით მოწინავეა, ვერ გაჩუმდება და არ დაუშვებს, რომ ვინმემ მისცეს მითითება, რომელი კანონი იქნეს მიღებული ქვეყანაში და რომელი არა. 

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის უმრავლესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდეს რუსთაველზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ კანონთან და ზოგადად, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ ბოლო პერიოდში. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, სად დგას ჩვენი საზოგადოება. ის ერი, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლითა და ბრძოლით; ის ერი, რომელიც 30 წელია აშენებს და ააშენა ქვეყანას, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მოწინავე როგორც დემოკრატიული განვითარებით, ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპებით და ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე რეგიონს მიღმა ქვეყნებთან შედარებითაც, ამ ერს, როდესაც აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს; რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს და ერევიან მის გადაწყვეტილებებში, ვფიქრობ, ეს არის მომენტი, რომ ეს ერი უნდა გამოვიდეს, დადგეს და თქვას, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები