არა რუსულ კანონს! - თსუ-დან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს

22.04.24 15:37
არა რუსულ კანონს! - თსუ-დან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს

არა რუსულ კანონს - პროტესტმა უნივერსიტეტების კედლებშიც შეაღწია. დილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტის შენობებზე ანტი რუსული ბანერები გადმოფინეს. ახალგაზრდები  ამბობენ, რომ ბოლომდე გეგმავენ ქვეყნის საბჭოთა რელსებზე გადაწყობას წინააღმდეგობაა გაუწიონ.

ხელისუფლება დღეს ამტკიცებს, რომ ბოლო დროის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე სულ რაღაც 9500 ადამიანი გავიდა, რა მეთოდებით გამოთვალეს გასული მომიტინგეები უცნობია.

ვიდრე ხელისუფლება თავებს  ითვლის, სტუდენტები დღეს ზუსტად ექვს საათზე თსუ-სს პირველ კორპუსთან კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ. 


 

მსგავსი სიახლეები