სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ - ზურა ჯაფარიძე კონტრაქციაზე
ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ივანიშვილის აქციაზე მისვლა ხალხის მოსაზიდად დააანონსა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება მოხდეს, რადგან ეს რუსული სცენარია.
რომ ეთქვა, რომ კობახიძეს განახებთო, კობახიძეზე მაინც და მაინც არ ექნებათ ალბათ მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების მიზნით რომ წამოვიდეს ახლა ადამიანი ხულოდა გარდა იმისა, რომ ფულს აძლევენ, ეუბნებიან, რომ აი, ბიძინაც იქნება და გაგვამხნევებს.
ამით პროტესტი არ გაჩერდება. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში. ეგ არის რუსული სცენარი და აქეთ მხარეს ვინც არიან, არ ვიცი, პატარა ბავშვებით დაწყებული უფროსებით დამთავრებული, ყველას კარგად აქვთ ეგ გააზრებული, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებს. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მხარდაჭერების თხოვნით მიიღეს.
"ოცნების" მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა.