მასწავლებელი, რომელსაც ქუთაისში „ოცნების" შეხვედრაზე შესვლა უნდოდა, დააკავეს
ქუთაისში საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი მიშიკო მუმლაძე დააკავეს.
დაკავებამდე პედაგოგმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მივიდა, სადაც "ოცნება" საყოველთაო-სახალხო განხილვას ატარებს:
„ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა, არასრულწლოვნებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე.
მამუკა მდინარაძე, უთხარი შემომიშვან“. – დაწერა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუმლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – ხულიგნობის მუხლით დააკავეს.