აქციაზე პოლიციამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტი ცემა
ცნობილი ხდება, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სცემეს.
ნურლან გაჰრამანლი სოციალურ ქსელში წერს, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს.
თბილისში აქციის გაშუქებისას ქართველი სამართალდამცავები თავს დამესხნენ, იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი"- წერს ჟურნალისტი.
ნურლან გაჰრამანლი CPJ ამბობს, რომ თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, როცა სპეცრაზმელმა მას ტელეფონი წაართვა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ნიღბიანმა სამართალდა,ცავება ის ალყაში მოაქციეს, ერთმა მათგანმა ხელკეტი ცხვირში ხელკეტი დაარტყა, მეორემ კი მუშტი სახეში.
ფოტოზე რომელსაც მედიის წარმომადგენელი ავრცელებს, მას ზალადობის კვალი აღენიშნება.