წულუკიანმა რაჭველიშვილზე თავდასხმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც გააგრძელა

22.04.24 16:42
წულუკიანმა რაჭველიშვილზე თავდასხმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც გააგრძელა

კულტურის მინისტრმა ანიტა რაჭველიშვილზე თავდასხმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც გააგრძელა - მისი მტკიცებით, საოპერო ვარსკვლავი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ "პუტინს უმღეროდა", დღეს კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულია. 

აზრის გამოხატვის უფლება მაქვს - თქვა მინისტრმა მისივე სტატუსის კომენტირებისას. 

ცნობილი მომღერალი თუ ყოფილი მომღერალი, ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თურმე რუსული და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღერის რუსეთში.  ეს არის უცნაურობა პოზიციასა და ქცევას შორის და ისევე, როგორც თქვენ, მეც მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი თავისუფლად იმ ფორმულირებითა და სიტყვებით, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი. თუმცა საქმე გახლავთ იმაში, რომ ზოგიერთს აღიზიანებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიძლება საერთოდ იფიქროს, რამე თქვას. აი, ეს არის ზოგიერთისთვის პრობლემა. რატომღაც ითვლება, რომ ყველა სხვას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, უხეშად; ყველა სხვას აქვს უფლება დააბულინგოს „ქართული ოცნების“ მომხრე და წარმომადგენელი. მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მის წარმომადგენლებს არ გვაქვს უფლება გულში გავივლოთ რაიმე აზრი, მით უმეტეს, ეს აზრი გამოვხატოთ. მინდა, გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს უფლება ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. ვფიქრობ იმას, რომ ან რომელიმე ხელოვანი თვლის, რომ ყოველგვარი რუსული მიუღებელია და ერთგულია ამ მიდგომის და არ მღერის პუტინის რუსეთში, ან თავს იკავებს ნებისმიერი საპირისპირო პოზიციისგან და ამბობს სიმართლეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში "ხელოვანები არიან თავისუფალი".

მეტიც, მთავრობის წევრი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონი "ქართულია" და მას ხელოვანების უმრავლესობა არ აკრიტიკებს. 

მინისტრის სიტყვებით, მხოლოდ ორი თუ სამი თეატრი უერთდება პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.

კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ. და თქვენდა იმედგასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს", - თქვა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები