გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად - წულუკიანი

22.04.24 16:48
გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად - წულუკიანი

"გვაქვს კონსტიტუციით შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად", - ამ განცხადებას კულტურის მინისტრი აკეთებს და ხელისუფლების მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე საუბრობს.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რუსულ კანონს ბევრი მომხრე ჰყავს.

ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ისევე როგორც უმცირესობას, ასევე ჩვენ უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად. 
შარშან იყო შარშან, წელს არის წელს. - ამბობს წულუკიანი.

მსგავსი სიახლეები