ვინ არიან ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები?

22.04.24 17:22
ვინ არიან ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები?

ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს - მიხეილ სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე დაინიშნნენ.

მინისტრის პირველი მოადგილე კი თამარ გაბუნიაა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.

ირინე წაქაძე უსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

რაც შეეხება გიორგი პატარიძეს, ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” - გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც.

მსგავსი სიახლეები