"ოცნება" რუსული კანონის გაწვევაზე უარს ამბობს
"ქართული ოცნება" რსუსული კანონის გაწვევაზე უარს ამბობს - "ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება" - უთხრა წულუკიანმა იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიან აქციებს მართავენ.
ვიცე-პრემიერმა 29 აპრილს საგენგებოდ დაგეგმილ კონტრაქციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათაც აქვთ "გამოხატვის თავისუფლება".
მათ შეუძლიათ, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ „პრორუსი“ იმიტომ, რომ ქართულ საქმეს აკეთებ... რა თქმა უნდა, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენ-ჩვენი აზრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.