შავი ფული არის სხვა მცნება - ქადაგიშვილი

22.04.24 17:37
შავი ფული არის სხვა მცნება - ქადაგიშვილი

"შავი ფული არის სხვა მცნება," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აკეთებს და ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება.

ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.

შავი ფული არის სხვა მცნება, შავი ფულის და ფულის რეცხვასთან დაკავშირებით არსებობს მკაფიო და მკაცრი საერთაშორისო კანონმდებლობა, რომლის იმპლემენტაციაც საქართველოში ყველაზე წარმატებულად მიმდინარეობს. ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის გავრცელებაც გინდათ, თითიდან გამოწოვილია,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

დადასტურებულია, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს. 

 

მსგავსი სიახლეები