მასწავლებელი, რომელიც ქუთაისში დააკავეს, თავისუფალია

22.04.24 18:31
მასწავლებელი, რომელიც ქუთაისში დააკავეს, თავისუფალია

მასწავლებელი მიშიკო მუმლაძე, რომელიც დღეს, რამდენიმე საათის წინ დააკავეს, თავისუფალია.

მუმლაძე იმ დროს დააკავეს, როცა ის "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ღონისძიებაზე შესვლას ცდილობდა. 

როგორც მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მოქალაქე წვრილმანი ხულიგნობის საბაბით დააკავეს.

ოჯახის წევრები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

დაკავებამდე მიშიკო მუმლაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მივიდა, სადაც ჰომოფობიური კანონის დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართებოდა.

მსგავსი სიახლეები