"ოცნების" მდუმარე დეპუტატები
11 მდუმარე დეპუტატი, რომლის ფუნქციაც პარლამენტში უსიტყვო მორჩილება და მწვანე ღილაკზე თითის დაჭერაა. რა თქმა უნდა, ეს დეპუტატები იმ 83 კანონმდებელს შორის არიან, რომლებმაც რუსულ კანონს მწვანე შუქი აუნთეს. ხმას არ იღებენ, თუმცა უსიტყვოდაც ქვეყნის ევროპულ მომავალს უარს ეუბნებიან. ისე გადის წლები, რომ ამ პარლამენტარების აზრი მის ამომრჩეველს მიკროფონში არასდროს გაუგია. მათ შორის არის დიმიტრი სამხარაძეც, რომლის ხმა საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ მაშინ ისმის, როდესაც ოპონენტების გინებაა საჭირო.