შს სამინისტრო 18 მილიონის პიკაპებს ყიდულობს
შს სამინისტრო 18 მილიონის პიკაპებს ყიდულობს - ეს ის ავტომობილებია, რომლებსაც პოლიციელები ძირითადად მშვიდობიანი აქტივისტების დასაკავებლად იყენებენ. ტენდერი გომელაურის უწყებამ სწორედ იმ დროს გამოაცხადა, როცა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია უკვე აქტიურ ფაზაში იყო. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ძალოვანმა უწყებამ მანქანებით მომარაგება სწორედ აქციის მონაწილეების გასანეიტრალებლად გადაწყვიტა, რომ დაკავებების სერიის დროს ავტომობილების დეფიციტი არ გაჩნდეს.