შვილების თაობის წინააღმდეგ ბრძოლა დაანონსებულია - "ოცნება" კონტრაქციისთვის ემზადება
შვილების თაობის წინააღმდეგ ბრძოლა დაანონსებულია - ქართული ოცნება კონტრაქციისთვის ემზადება. ახალგაზრდების მასშტაბური დემონსტრაციებით შეშინებული ივანიშვილის ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას 29 აპრილს შეეცდება. საგანგებოდ ამ დღისთვის კულისებს ივანიშვილიც დატოვებს. ოლიგარქი, როგორც "ოცნების" მაშველი რგოლი, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე მივა.
"ხალხის დაყოფის მცდელობა" - ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ რუსთაველზე ახალგაზრდების უწყვეტ პროტესტს ივანიშვილის ხელისუფლება იძულებით მიყვანილ საჯარო მოხელეებს დაუპირისპირებს. ყველას ამ მოვლენებმა 2003 წლის ნოემბერი გაახსენა, როცა ასლან აბაშიძემ შევარდნაძის მოთხოვნით თბილისში პარტაქტივი ჩამოიყვანა, ორი დღის შემდეგ კი იძულებული გახდნენ ხელისუფლება დაეტოვებინათ.