რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების შემდეგ პრემიერი დინამოს პრეზიდენტს თავს დაესხა
დინამოს რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადება პრემიერმა არ აპატია. ირაკლი კობახიძეს გაბრაზება არ დაუმალავს და საფეხბურთო კლუბს საჯაროდ თავს დაესხა. მთავრობის სხდომა მთავრობის მეთაურმა დინამოს პრეზიდენტზე იერიშით დაიწყო და ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. კობახიძეს თუ დავუჯერებთ, წინა ხელისუფლებამ სპორტი პრაქტიკულად დაასამარა, "ოცნებამ" კი ააღორძინა.