"ოცნებას" რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ხალხი იძულებით მიჰყავს - (მტკიცებულებები)

22.04.24 20:11
"ოცნებას" რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ხალხი იძულებით მიჰყავს - (მტკიცებულებები)

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე "ქართულ ოცნებას" ხალხი იძულებით მიჰყავს - "პირველების" მიერ მოპოვებული მიმოწერებით დგინდება, რომ ოლიგარქის პირველი სამიზნე სოციალური დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები არიან.

ეს ის ხალხია, რომლებიც ერთი წლის წინ სასაფლაოს მომვლელად, მეეზოვედ, ან დამლაგებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.

მიმოწერებით ასევე ცხადი ხდება, რომ ყველას სთხოვენ, ორშაბათს უფასო ავტობუსებში ჩასხდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და კახი კალაძის მიმართვები იქნება. ამ დრომდე უცნობია, იმ მომღერლების სრული სია, რომლებიც რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე იმღერებენ.

მსგავსი სიახლეები