სტუდენტების აქცია სასტუმროსთან, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ
საქართველოს პარლამენტიდან სტუდენტების აქციამ "ტიფლისი პალასასთან" გადმოინაცვლა - სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ.
მშვიდობიანი მომიტინგეები კედელზე აბრახუნებენ და ცდილობენ, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელ პირებს საკუთარი ხმა გააგონონ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, ამიტომ მათი თქმით, ხმაური ის ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ისინი პრორუსულად განწყობილი ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.