ბათუმელები: 2020 წელს პაპუაშვილს და მის პარტნიორს სახელმწიფომ სიღნაღში 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა
შალვა პაპუაშვილსა და მის პარტნიორს, ზურაბ პაპუაშვილს სახელმწიფომ სიღნაღში 20 ჰექტარი ტყე ერთ ლარად გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" საჯარო რეესტრის 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფოსგან ასევე ერთ ლარად სიღნაღის სოფელ ვაქირში 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც გადაეცა.