"რუსულ კანონს არას აუცილებლად ვეტყვით" - სტუდენტების პროტესტს სოფო ჯაფარიძეც შეუერთდა
სტუდენტების პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ სოფო ჯაფარიძეც უერთდება - მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდებთან ერთად "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდა.
"რუსულ კანონს არას აუცილებლად ვეტყვით" - დასძენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და იქვე ამატებს, რომ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ.
ხედავთ, რა ხდება, როგორ იზრდება ხალხთა ნაკადი. ჩვენ რუსულ კანონს არას აუცილებლად ვეტყვით. ამ ახალგაზრდებს არცერთი წამით არ დავტოვებ. მათთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს სამართალდამცველების კორდონი დახვდათ.
პოლიციის თანამშრომლები ოფისის ასასვლელს იცავდნენ და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.