რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილზე?
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში ყურადღებას მიხეილ სააკაშვილზეც ამახვილებს - გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ."
"სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სააკაშვილის საქმეზე შესაძლოა, დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი"- წერია დოკუმენტში.
მოხსენებაში წერია, რომ "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება მისთვის".
ასევე ნახეთ - საქართველოს გზა EU-სკენ და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, სასამართლო, პოლიტიკური დევნა, კორუფცია - სახდეპის უმწვავესი ანგარიში