რუსების შეხვედრის მასპინძელი სასტუმრო ბოდიშს იხდის

23.04.24 00:21
რუსების შეხვედრის მასპინძელი სასტუმრო ბოდიშს იხდის

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში - Tiflis Palace Hotel "შექმნილი უხერხულობისთვის" ბოდიშს იხდის. 

სასტუმრო ამტკიცებს, რომ "ტიფლის პალასში" ჩატარებული ღონისძიების შინაარსი მათთვის უცნობი იყო: 

პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოგიხადოთ შექმნილი უხერხულობისთვის. 
სასტუმრო "ტიფლის პალასში" ჩატარებული ღონისძიების შინაარსი ჩვენთვის არ იყო ცნობილი. არ ვფლობდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღონისძიების ორგანიზატორებს დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

ჩვენთან საკონფერენციო სივრცის დაქირავება განხორციელდა სხვა დასახელების მქონე საერთაშორისო შპს-ის მიერ, ხოლო ღონისძიების მოტივი ან დამსწრეთა ვინაობა ჩვენთვის ცნობილი არ ოყო.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის. 
ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ნებისმიერი სახის აღიარებას. საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ!"- წერს სასტუმრო ოფიციალურ გვერდზე. 

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენციის თბილისში, Tiflis Palace Hotel- ში ჩატარების შესახებ ინფორმაცია დღეს, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. 

სავარაუდოდ, დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამას ადასტურებს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში გამართული კონფერენცია, ასევე თბილისში ჩამოსულ სტუმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

თბილისში მიმდინარე კონფერენციის სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.

ვრცლად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები