"ოცნების" რუსული კანონი - ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადება

23.04.24 11:09
"ოცნების" რუსული კანონი - ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადება

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მსჯელობისთვის ემზადება - საგანგებო დებატები თბილისის დროით ხუთ საათზეა დაგეგმილი. რუსული კანონის ინიცირების გამო ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაშორების საფრთხე იმდენად რეალურია, რომ ევროდეპუტატები საგანგებო რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან.

ევროპელი პოლიტიკოსები მსჯელობის შემდეგ, ორ დღეში მიიღებენ რეზოლუციას და სწორედ ეს ოფიციალური დოკუმენტი იქონიებს გავლენას წლის ბოლოს საქართველოზე გადაწყვეტილების მიღებისას.

მოქმედებაზეა გადასული ევროკომისიაც - 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ახსნა -განმარტებებისთვის ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დაიბარებენ ან საგანგებო დელეგაციას თბილისიში გამოგზავნიან.

როდის დაიბარებენ ილია დარჩიაშვილს ბრიუსელში ან როდის ჩამოვა ევროპული დელეგაცია საქართველოში ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში უკვე მიღებულია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებების სწრაფად გახსნაზე საუბრობდეს, "ოცნების" რუსული კანონის გამო თემას ცვლის და უწვეს საქართველოს ხელისუფლებას დამარცვლით აუხსნას, რომ საშიში კანონის მიღება შეუძლებელს გახდის ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაწევრიანებას.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან, მაგრამ როდესაც ჩვენი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს ევროპულ დღის წესრიგს, ვხედავთ, რომ განხილვის თემა ამის ნაცვლად არის, როგორ შეკავონ რუსული ხელისუფლება იმ ნაბიჯისგან, რომელიც შეუძლებელს გახდის ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაწევრიანების  გზაზე წინსვლას", - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ ყველა იმ ადამინს, ვინც ჩვენს ხალხს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, პერსონალური პასუხისმგებლობები დაეკისრებათ.

ბორელის და არაერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება იყო. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს მომავლის შესაძლებლობას და განვითარებას, ამ ადამიანებს დაეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობები", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

საქართველოში არსებული სიტუაცია გუშინ EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს -  როგორც ევროკავშირის საგარეო სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებოდ დაიბარონ ბრიუსელში რუსულ კანონთან დაკავშირების სამსჯელოდ, ან ევროპელი მინისტრები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში.

მსგავსი სიახლეები