"ოცნებას" ხმას არც ის ხალხი მისცემს, ვინც კონტრაქციაზე დადგება - სამადაშვილი

23.04.24 11:49
"ოცნებას" ხმას არც ის ხალხი მისცემს, ვინც კონტრაქციაზე დადგება - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" ხმას არც ის მოქალაქეები მისცემენ, რომელსაც ის იძლებით რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩამოიყვანენ. ოპოზიციის წევრის თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ მმართველ პარტიას ხალხის პრობლემების გადასაჭრელად არც ხედვა აქვს და არც შეთავაზება. 

ის ხალხიც კი, ვინც კონტრაქციაზე დადგება, დარწმუნებული ვარ, რომ არ მისცემს ხმას „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ არცერთი იმ საკითხის გადასაჭრელად, რომელიც ამ ხალხს აწუხებს, მათ შორის, პოტენციურად კონტრაქციის მონაწილეებს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არც ხედვა, არც შეთავაზება, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახალგაზრდების საპირწონედ 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ აქციას ბიძინა ივანიშვილის დაესწრება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე დგომა ახლა ღირსების საკითხია.

ამასთან, "პირველებმა" გაარკვია, რომ მმართველ პარტიას აქციაზე იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეებიც. 

 

მსგავსი სიახლეები