"ქართული ოცნება დამთავრებულია“ - ირაკლი ნადირაძე
„ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება დამთავრებულია“- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ მმართველი პარტიის მიერ, 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდებისა გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება:
„ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება უბრალოდ დამთავრებულია. როდესაც ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა გამოიყვანონ ძალით, რამდენი ტაშიც არ უნდა აკვრევინონ, ქართველი ხალხი ყოველთვის იტყვის - კი ევროპას და არა რუსეთს!
ამიტომ, ეს კანონი არ იქნება მიღებული, არ უნდა იყოს მიღებული და 26 ოქტომბერს, არჩევნებზე, რუსულ კანონთან ერთად ასევე უნდა დამთავრდეს რუსული ხელისუფლება.“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.