პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ სახდეპი „ჭორაობს“, როცა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

23.04.24 12:05
პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ სახდეპი „ჭორაობს“, როცა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

 საქართველოზე სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე "ჭორაობას" უწოდებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ ქართველ ენჯეოებზე დაყრდნობით დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც ჩრდილს თავად სახდეპის ანგარიშს და მის შემდგენელს აყენებს.

კეზერაშვილთან დაკავშირებით აღმოვაჩინე ჩანაწერი. აქ უკვე კომენტარიც რთულია რომ გაკეთდეს, ვსაუბრობთ კრიმინალზე, რომელიც, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. რაც შეეხება გვარამიას საქმეს, უყურეთ, ერთი სპეციფიკა, რა თქმა უნდა, დეპარტამენტის ანგარიშს აქვს, იქ ყველგან მითითებულია „როგორც ამბობენ“. ეს „ამბობენ“ არიან ის ენჯეოები, რომლებიც ფინანსდებიან ხოლმე ისევ ამერიკული ან ევროპული წყაროდან და ვხედავთ, დეზინფორმაციას ავრცელებენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ანგარიშის რომელიღაც ფურცელზე შემდეგ ეს წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება ამ „ამბობენს“ და ჭორ-მართალს, პასუხი გასცეს სტრასბურგის სასამართლომ. ასე რომ, სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია, გადაიკითხოს. ნებისმიერი ამბავი, როცა აისახება ანგარიშში, ეს არის მათ შორის, ანგარიშის შემდგენის პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია თავს იჩენს დეპარტამენტის ანგარიშში, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ჩრდილს აყენებს თავდა ანგარიშს. კეზერაშვილი რომ იქნება რაიმენაირად პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილი რომელიმე ანგარიშში, ეს თავად იმ ანგარიშის პრობლემაა, - ამბობს პაპუაშვილი. 

საქართველოს შესახებ ბაიდენის გუნდის უწვავეს ანგარიშს აქვყენებს. დოკუმენტში 2023 წლის ის მოვლენები მოხვდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. სასამართლო კლანის გარდა დოკუემნტში საუბარია  პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნაში ადმიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის  და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მცდელობებზეც. ანგარიშში მოხვდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეც.

მსგავსი სიახლეები