საქართველოში EU-ს დაფინანსება არის გაუმჭვირვალე - პაპუაშვილის მორიგი იერიში დასავლეთზე

23.04.24 12:18
საქართველოში EU-ს დაფინანსება არის გაუმჭვირვალე - პაპუაშვილის მორიგი იერიში დასავლეთზე

შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში დასავლეთზე - იმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელი ქვეყანაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის, EU-ს გაუმჭვირვალეობაში ადანაშაულებს და პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება გაუმჭვირვალეა.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე". - ამბობს პაპუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები