ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მთავრობას, რომ ეს კანონი არის რუსული, ანტიქართული და ანტიევროპული - ფარულავა
„ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მთავრობას, რომ ეს კანონი არის რუსული, ანტიქართული და ანტიევროპული, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას“- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟოზეფ ბორელის მწვავე განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მითითებაა საქართველოს მთავრობის მისამართით, რომ კანონი არის რუსული, რომელიც არის ამავდროულად ანტიქართული, ანტიეროვნული, ვინაიდან ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ცხადია, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და ამას წინა ვერავინ ვერ აღუდგება. ერთადერთი ბარიერი, რომელიც ეღობება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, არის ივანიშვილის პარტია, რომელიც აუცილებლად დამარცხდება.“-განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ - განცხადება ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
ჯოზეფ ბორელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კანონპროექტის ხელმეორედ ინიციირებით საკუთარი ვალდებულება არ შეასრულა.