საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში - რა წერია რეზოლუციის დოკუმენტის ერთ-ერთ დრაფტში

23.04.24 13:40
საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში - რა წერია რეზოლუციის დოკუმენტის ერთ-ერთ დრაფტში

ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის - ზუსტად 4 საათში ევროპარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით საგანგებო დებატები დაიწყება.

ამის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები რეზოლუციას დაამტკიცებენ. არსებობს დოკუმენტის 6 სხვადასხვა სადრაფტო ვერსია.

"პირველებმა" "მწვანეების" მიერ შედგენილი რეზოლუციის დრაფტი მოიპოვა, სადაც "მწვანეთა პარტიის" წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება და არსებობს საფრთხე, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყონ. 

ამ დოკუმენტით ისინი "ოცნებას" მოუწოდებენ, რომ არ დაამტკიცონ კანონი, რომელიც ევროკავშირის ყველა ღირებულებას ეწინააღმდეგება. 

გმობს საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ხელახლა შემოიღოს საკამათო კანონპროექტი უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ასახავს რუსეთში არსებულ მსგავს კანონმდებლობას და კონკრეტულად ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას; გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ კანონი პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარლამენტის წევრების არყოფნის დროს მიიღეს;

ხაზს უსვამს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება ძვირადღირებული და შრომატევადი ადმინისტრაციული ტვირთის, შესაძლო სამართლებრივი დევნისა და  „უცხოური გავლენია აგენტის“  იარლიყით რეპუტაციის შელახვის გამო.  ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო დაფინანსების მიღებისას, ეს ორგანიზაციები არ იცავენ „უცხო ძალის ინტერესებს“, არამედ ყოველდღიურად ცდილობენ დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებები და დემოკრატიული იმედები.

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ მავნე კანონმდებლობის ხელახლა შემოღებას და დაუყოვნებლად გაიტანოს კანონპროექტი „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“; მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაარღვიონ ქართველი ხალხის ნება, არამედ იბრძოლონ დეპოლარიზაციისა და საზოგადოების შერიგებისკენ ყველა ქართველის საკეთილდღეოდ;

ასეთი კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ფასეულობებს და ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან მორიგ გადახვევას; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მსგავსი კანონმდებლობის შემოღებისგან", - წერია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები