ჩვენ "ოცნებისთვის" არასამთავრობოების საქმიანობის კონტროლი არ გვითხოვია - აუსტრევიჩუსი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის რუსული კანონის მსგავსი ევროკაშირში არ აქვთ.
აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტარების მეირ გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაც ესწრებოდა, პირდაპირ თქვა, რომ "ოცნება" საქართველოში "ენჯეოების" გაკონტროლებას ცდილობს, რაც ევროკავშირს საქართველოს მმართველი ხელისუფლებისთვის არ უთხოვია.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ევროკაშირში მსგავსი კანონი გვაქვს მიღებული, მაგრამ ეს ტყუილია. ჩვენ ევროკავშირში არ ვცდილობთ ვაკონტროლოთ ენჯეოები, ისე როგორც ამას ცდილობს "ქართლი ოცნება". ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა. ჩვენ ეს ქართული "ოცნებისთვის" არ გვითხოვია. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუს" - ამბობს აუსტრევიჩუსი.