მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა - გვარამია

23.04.24 13:23
მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა - გვარამია

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ, სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ 20224 წლის არჩევნების გაადმწყვეტი იქნება.

გვარამიამ საერთაშორისო პარტნიორებს უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში პერსონალურ ზომებისკენ მოუწოდა მათ მიამრთ, ვინც საქართველოში დემოკრატიას უთხრის ძირს.

გასულ წელს მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია საკუთარი პარტიული ინტერესებით და კრემლთან მოკავშირეობით, თანმიმდევრულად და განზრახ უგულებელყოფს ქართველი ხალხის ინტერესებს და პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეარყიოს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი.

ამჟამად ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოიცავს წინადადებებს, რომლებიც საგანგაშოდ ჰგავს რუსეთის „საგარეო აგენტების“ კანონს, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ახდენს. გარდა ამისა, ბოლოდროინდელი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელსაც მე ვუწოდებ „რუსეთის კანონ 2“-ს, ანიჭებს უპირატესობას მდიდარ რუს ოლიგარქებს, ზრდის რუსეთის კაპიტალის გავლენას ჩვენს ქვეყანაში, რითაც საქართველო რუსეთის ნაცრისფერ ზონად იქცევა ფულის გათეთრებისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივების დამალვის მიზნით.
როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხოდ, აუცილებელია, რომ ევროკავშირში ჩვენმა წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე პოზიცია დაიკავონ. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. საჭიროა გაძლიერებული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობებისა და ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტია. ჩვენ მოვუწოდებთ ფართო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ ამ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ჩვენი ევროკავშირის პარტნიორების აქტიური ჩართულობა ამ კრიტიკულ მომენტში აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული გზის დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კანონის მიღება ფაქტობრივად გააუქმებს იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ სურთ დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, რაც თავის მხრივ უდავოდ გამოიწვევს შედეგების ლეგიტიმურობის სერიოზულ პრობლემებს", - განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები