ვხედავთ, ქართულ საზოგადოებაზე კონტროლის დაწესების მცდელობას - ფოტიგა
ვხედავთ მცდელობას, კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე მაშინ, როდესაც საქართველოში ხდება მცდელობა რუსული სანქციების არიდების, მაშინ, როცა ხდება ქართულ ეკონომიკაში რაღაც ბმულების დაკავშირება კრემლთან - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში, პარტია "ახალის" თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ფოტიგა ხაზგასმით აცხდებს, რომ "ოცნების" საშიში კანონი იმ კანონმდებლობის პირდაპირი ასახვაა, რაც ადრე კრემლმა გაატარა საკუთარი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ჩვენ აქ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვართ. პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ჩვენ ევროპარლამენტში გასულ წელსაც გავერთიანდით, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. გასულ წელს, ჩვენ ხალხის მასიური დემოსტრაციები ვნახეთ აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ, რადგან ეს იყო პირდაპირი ასახვა იმ კანონდებლობისა, რომელიც ადრე კრემლმა გაატარა საკუთხარი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე მაშინ, როდესაც ყველგან საქართველოში ხდება მცდელობა რუსული სანქციების არიდების, მაშინ, როცა ხდება ქართულ ეკონომიკაში რაღაც ბმულების დაკავშირება კრემლთან. ოლიგარქებთან, რომლებიც საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონზე. ეს არის, ზოგად ტენდენციაზე და ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - ამბობს ფოტიგა