მდინარაძე ადასტურებს, რომ 29 აპრილს აქციაზე საჯარო მოხელეებიც იქნებიან

23.04.24 13:19
მდინარაძე ადასტურებს, რომ 29 აპრილს აქციაზე საჯარო მოხელეებიც იქნებიან

შალვა პაპუაშვილის შემდეგ უკვე მამუკა მდინარაძეცა აღიარებს, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილის აქციისთვის პარტაქტივს საჯარო მოხელეების მობილიზებას ავალებს. "ოცნების" წევრი ადასტურებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე საჯარო მოხელეები ნამდვილად იდგებიან და მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ რეგიონებიდან ბევრი ადამიანი ჩამოიყვანოს. 

ამასთან, მამუკა მდინარაძე ამტკიებს, რომ 29 აპრილს დაგეგმილმა აქციამ "რადიკალური ოპოზიცია" ისტერიაში ჩააგდო. 

29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებში, ნაცმოძრაობაში, რადიკალურ ოპოზიციაში და ხდება მათი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია ხელისუფლებას პროტესტიც გამოუცხადოს  და საჯარო მოხელეს შეუძლია, მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან? მე გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ იქნებიან სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი. პირადად ჩემი, მათ შორის, დავალებაა პარტიული ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუკი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, რომ თითქოს ხალხს რაღაც უნდა და ხალხს უპირისპირდებიან აქციითო და ხალხი არ არის საჯარო მოხელეები?, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე "ქართულ ოცნებას" ხალხი იძულებით მიჰყავს - "პირველების" მიერ მოპოვებული მიმოწერებით დგინდება, რომ ოლიგარქის პირველი სამიზნე სოციალური დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები არიან.

ეს ის ხალხია, რომლებიც ერთი წლის წინ სასაფლაოს მომვლელად, მეეზოვედ, ან დამლაგებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.

მიმოწერებით ასევე ცხადი ხდება, რომ ყველას სთხოვენ, ორშაბათს უფასო ავტობუსებში ჩასხდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ.

 

მსგავსი სიახლეები