"ოცნება" მორალურ ზიანს აყენებს ადამიანებს, რომელთა შვილებიც ქუჩაში აქციებს მართავენ - სოფო ჯაფარიძე
"ოცნება" მორალურ ზიანს აყენებს ადამიანებს, რომელთა შვილებიც ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს მართავენ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. საქმე ეხება 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელზეც მმართველ პარტიას საჯარო მოხელეების იძულებით მიჰყავს.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება უკვე დამარცხებულია და ამას ვერანაირი კონტრაქცია ვეღარ შეცვლის.
ეს არის არა მხოლოდ კანონდარღვევა, ეს არის მორალური ზიანის მიყენება იმ ადამიანებისთვის, რომლების შვილებიც დგანან გარეთ და მე ძალიან ბევრი საჯარო მოხელე ვიცი, რომლებსაც ახლა აიძულებენ 29-ში რომ გამოვიდნენ გარეთ, რომელთა შვილებიც გარეთ დგანან და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ არაერთი კონტრაქცია გვინახავს და ყოველთვის ვიცით როგორ სრულდება. დღეს საქართველო გამარჯვებულია, ქართველი ხალხი გამარჯვებულია და დღეს „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე "ქართულ ოცნებას" ხალხი იძულებით მიჰყავს - "პირველების" მიერ მოპოვებული მიმოწერებით დგინდება, რომ ოლიგარქის პირველი სამიზნე სოციალური დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები არიან.
ეს ის ხალხია, რომლებიც ერთი წლის წინ სასაფლაოს მომვლელად, მეეზოვედ, ან დამლაგებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.
მიმოწერებით ასევე ცხადი ხდება, რომ ყველას სთხოვენ, ორშაბათს უფასო ავტობუსებში ჩასხდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ.