სახელმწიფო დეპარტამენტი სიცრუეს ავრცელებს - მამუკა მდინარაძე

23.04.24 13:50
სახელმწიფო დეპარტამენტი სიცრუეს ავრცელებს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დეპრტამენტი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ აშშ შეცდომაში სწორედ ქართულ ენჯეოებს შეჰყავთ, რომლებიც ასევე "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლობაა.

ქართული ენჯეო ორგანიზაციების ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო, ვინ მოიფიქრებდა და ვინ იკადრებდა იმის თქმას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, კვდება და უნდა გავათავისუფლოდ. დემარში იყო, აღმოჩნდა ტყუილი. გვარამია მოიხსენიეს პოლიტპატიმრად, აღმოჩნდა ესეც ტყუილი. ოღონდ ეს სტრასბურგმა დაამტკიცა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცდება, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს წერენ და რეალობა ემთხვევა სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ნაცების სახალხო დამცველი იყო ნინო ლომჯარია. ერთი წარმომადგენლობაა ამ ქვეყანაში. ეს არის წარმომადგენლობა ნაცური, რომლებიც არიან ერთი პარტიული ოჯახის წევრები და საერთო ინტერესები აქვთ. ნინო ლომჯარია რომ სახალხო დამცველი არ იყო, ხომ ყველამ გავიგეთ. აგერ, სახელმწიფო დეპარტამენტში მის სიტყვებზე დაყრდნობით მოხდა სიცრუე. მათ შორის, არ მგონია, რომ ამერიკელ ხალხს უხაროდეს, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნიდან, ამავდროულად, ამაყი ქვეყნიდან, რომ ჩადის ეს ცრუ ნარატივები და მათი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სიცრუეს ავრცელებს, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

საქართველოს შესახებ ბაიდენის გუნდის უწვავეს ანგარიშს აქვყენებს. დოკუმენტში 2023 წლის ის მოვლენები მოხვდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. სასამართლო კლანის გარდა დოკუემნტში საუბარია  პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნაში ადმიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის  და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მცდელობებზეც. ანგარიშში მოხვდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეც. 

მსგავსი სიახლეები