თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება - კრამონი

23.04.24 13:58
თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება - კრამონი

უმწვავესი გაფრთხილება დასავლეთიდან - ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ოცნების" ხელისუფლებას დამარცვლით აუხსნა, რომ თუ კანონს მიიღებენ, ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება.

მეტიც, კრამონმა საქართველოს ხელისუფლებას ისიც ხაზგასმით უთხრა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა უკან გაიწვიოს. 

თუ ამ კანონს მიიღებენ არ დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში შესვლაზე. ასეთი ტიპის კანონის მიღებით ევროკავშირში თქვენ ვერ შეხვალთ და მე ვფიქრობ, რომ მაშინ კანდიდატის სტატუსი გამოწვეული უნდა იყოს" - ამბობს კრამონი.

მსგავსი სიახლეები