„ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს - კრამონი

23.04.24 14:54
„ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს - კრამონი

"ქართულმა ოცნებამ" ეს კანდიდატის სტატუსი ბოროტად გამოიყენა საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის და ახლა რთულია ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კრამონმა გააკრიტიკა საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერების განცხადებები და ხაზგასმით განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს ვერ გაასულელებს.

დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი წვლილი იმისთვის, რომ საქართველომ არ მიატოვოს ეს ევროპული გზა. უნდა ვაღიარო, რომ მე მაშინაც ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე, როდესაც ამ პარლამენტშიც და ევროპული ინსტიტუტებშიც ბევრი იყო ამის მოწინააღმდეგე. მე დღესაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამას იმსახურებენ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს კანდიდატის სტატუსი ბოროტად გამოიყენა საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის და ახლა რთულია ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, როდესაც უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველო არც არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე, რადგან როგორც ნიკამ სწორად აღნიშნა, ეს უცხოური აგენტების კანონი პირველ რიგში სამიზნეში ირებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას მოითხოვენ და აკრიტიკებენ დარღვევებს. რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობოების მიმართ საინფორმაციო კამპანია ადრეც მიმდინარებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე სამართლებრივი დევნის ეტაპზე გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა. მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ პროფესიონალები, ვიცით რა ხდება, ვაკვირდებით ძალიან, ძალიან ყურადღებით, რა ხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხისტად შეეცდებიან ამას. ჩვენ ვართ ერთიანი და მხარს დავუჭერთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპულ გზაზე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები