ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებისთვის ემზადება - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა?

23.04.24 15:00
ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებისთვის ემზადება - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა?

საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით დააყენეს. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, როგორ იქცა "ქართული ოცნების" რუსული კანონი ევროკავშირის საგარეო საბჭოს მსჯელობის საგანად.

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს უფროსი "პირველებთან" ყვება, რომ დღის წესრიგში საკითხი არ ყოფილა, მაგრამ თემაზე მსჯელობა რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით გაიხსნა. 

რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირი ნელ-ნელა ფხიზლდება, ხედავს, რაც ხდება საქართველოში და სწორედ ამას უკავშრდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში დაბარება.

იოზვიაკი ფიქრობს, რომ დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ზეწოლას მოახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე.

ევროპული საბჭოს მინისტრების შეხვედრაზე საქართველო დღის წესრიგში არ იყო, მაგრამ რამდენიმე ლიდერმა საჭიროდ ჩათვალა რომ საქართველოზეც ესაუბრათ. ლიეტუვის მინისტრმა, ბალტიის ქვეყნებმა და ხორვატიამ დააყენეს საქართველოს საკითხო განსახილველად. ანუ მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება .  ახლა აქვთ ორი გეგმა - ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დაიბარებენ ბრიუსელში, რომ დაესწროს საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და მოსთხოვენ ახსნა-განმარტებას, რა ხდება ქვეყანაში, ან რამდენიმე მინისტრი თავად ჩამოვა საქართველოში. ეს უკვე არის მინიშნება იმისა, რომ ევროკავშირი როგორც იქნა უფრო მეტ ყურადღებას იჩენს საქართველოს მიმართ და ნაბიჯ-ნაბიჯ ზეწოლას მოახდენენ. რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ის შემდეგ კვირას ლუქსემბურგში იქნება და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკაშირიდან მას პირისპირ გაესაუბრება. იცით, რომ ევროკავშირი სწრაფი ცხოველი არაა , მაგრამ ნელნელა კითხვებს სვამენ რას აკეთებს თბილისი. ამიტომ, მიადევნეთ თვალყური ტემპს. 

როდესაც, ბრიუსელში ან სტრასბურგში იბარებენ ვინმეს, შეხვედრა ძირითადად მეგობრულია, მაგრამ ახლა მაქვს შეგრძებნება, რომ ეს იქნება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ გულწრფელი დისკუსია. აშკარაა, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა ფხიზლდება და ხედავს, რაც ხდება საქართველოში და თვალყურს ადევნებენ. რაღაც გაგებით, "ქართულ ოცნება" ძალიან იღბლიანია, რომ ევროკავშირი ახლა სხვა საქმეებითაა დაკავებული, არჩევნებით და ასე შემდეგ", - ამბობს რიკარდ იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით ხუთ საათზე, ევროპარლამენტის დებატებია. საქართველოს თემა სტრასბურგში მსჯელობის მთავარ საგნად იქცევა.

საქართველოში არსებული სიტუაცია გუშინ EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს -  როგორც ევროკავშირის საგარეო სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებოდ დაიბარონ ბრიუსელში რუსულ კანონთან დაკავშირების სამსჯელოდ, ან ევროპელი მინისტრები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში.

მსგავსი სიახლეები