"ვიწყებთ მასობრივ მობილიზაციას" - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რეგიონებში გადიან

23.04.24 15:17
"ვიწყებთ მასობრივ მობილიზაციას" - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რეგიონებში გადიან

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რეგიონებში გადიან. ხვალიდან ყველა დიდ ქალაქში დიდ შეხვედრებზე ჯერ ხალხს აუხსნიან, რატომ ანადგურებს რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს, შემდეგ კი უკვე მასშტაბური მსვლელობით "ქართული ოცნების" რუსული კანონის მიღებას გააპროტესტებენ.

პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. ხვალ ხალხთან შეხვედრაზე ჩადიან სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები. 

რეგიონებში, ამ ეტაპზეა საუბარი ქუთაისზე, ზუგდიდზე და ბათუმზე, ვაპირებთ, რომ ჩავიდეთ, შევხვდეთ უშუალოდ ადამიანებს. ვაპირებთ, რომ პირადად ავუხსნათ მოსახლეობას, რა კანონია, რა მავნებლობას მივიღებთ ჩვენ და როგორ ასამარებს ეს რეალურად დემოკრატიას. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ამბობს, რომ არგუმენტი თითქოს არ არის, დაინახავენ როგორ ავუხსნით და პირადად როგორ დაველაპარაკებით ამ ადამიანებს. ეს არის ძალიან საჭირო. ხვალ არის პირველი შეხვედრა ქუთაისში, 25 აპრილს იქნება ზუგდიდში და 26-შ იქნება ბათუმში, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე  რეგიონებიდან მოქალაქეები გულწრფელი მოტივაციით ჩამოვლენ და არა ისე, იზულებით, როგორც ამას "ოცნება" აკეთებს. 

„ქართულმა ოცნებამ“ დაგვიანონსა კონტრაქცია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მასობრივი მობილიზაცია ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოაზრეების და ჩენი თანამებრძოლების. ასე რომ, დიახ, ჩვენ გავდივართ რეგიონებში, აუცილებლად შევკრებთ ხალხს, ჩამოვიყვანთ, დაიძვრება კოლონები როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან და მეორე მოსმენისას აუცილებლად მთელი საქართველო იდგება რუსთაველის გამზირზე, ოღონდ ისე კი არა, როგორც „ქართული ოცნება“ აანონსებს, სსიპები და აიპები და მასწავლებლებს რომ აშანტაჟებს და ისეთი ხალხი ჩამოჰყავს. მართლა გულწრფელი მოტივაციით ჩამოვლენ რეგიონებიდან ჩვენი მეგობრები და დადგებიან ჩვენს გვერდით, - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე. 

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე "ქართულ ოცნებას" ხალხი იძულებით მიჰყავს - "პირველების" მიერ მოპოვებული მიმოწერებით დგინდება, რომ ოლიგარქის პირველი სამიზნე სოციალური დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები არიან.

ეს ის ხალხია, რომლებიც ერთი წლის წინ სასაფლაოს მომვლელად, მეეზოვედ, ან დამლაგებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.

მიმოწერებით ასევე ცხადი ხდება, რომ ყველას სთხოვენ, ორშაბათს უფასო ავტობუსებში ჩასხდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ.

მსგავსი სიახლეები