საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება - იუკნევიჩიენე
ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
იუკნევიჩიენეს თქმით, კრემლი ევროპარლამენტის არჩევნების წინ გააქტიურებულია, მათ შორის საქართველოშც და ეს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსაც ძალიან დაეტყო, რადგანმ ევროპარლამენტარი ამბობს, რომ "ოცნების" თავმჯდომარისგან ანალოგიური გზავნილები ისმის, რაც კრემლიდან.
ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ თვესა და გასულ კვირას კრემლი გააქტიურდა. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე გზავნილებს ვიღებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ეს არის შოკისმომგვრელი სიახლე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოში არსებულ ვითარებას ეს ახალი არ არის, მაგრამ იგი ღია გზავნილია საქართველოდან, მმართველი პარტიიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც მოლდოვის ოპოზიციისგან გვესმის მოსკოვში მათი შეკრებებიდან, რაც მათ გასულ კვირას უკვე გააკეთეს. ჩვენ ვხედავთ კრემლის მიერ გატარებულ მსგავს ზომებს ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ყირგიზეთი, სადაც მათ მსგავსი კანონის მიღება სურთ. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება. მე ასეთი სიტყვების თქმის არ მეშინია, რადგან დღეს ის დროა, რომ საკუთარი თავი ძალიან მკაფიოდ გამოვხატოთ. ეს არის ისტორიული დრო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აქ ჩვენთვისაც. ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურობს კრემლი ევროპარლამენტის არჩევნების წინ და ხანდახან იგივე გზავნილები აქაც გვესმის. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა დავინახოთ ის მკაფიო კრიტერიუმები, თუ რას ნიშნავს პრორუსული ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყანაში, საქართველოშიც. ჩემი ბოლო გზავნილი ძალიან ცნობილი ამერიკული ანდაზის ციტირებაა: „თუ იხვივით დადის და იხვივით ლაპარაკობს, ალბათ იხვია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.