"მძიმე მოხსენება" - რომან გოცირიძე სახდეპის მწვავე ანგარიშზე

23.04.24 15:21
"მძიმე მოხსენება" - რომან გოცირიძე სახდეპის მწვავე ანგარიშზე

საქართველოს შესახებ სახდეპის კრიტიკულ ანგარიშს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "მძიმე მოხსენებად" აფასებს. პოლიტიკოსის თქმით, ანგარიშმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყანას ყველა სფეროში გაუარესება აქვს და ამის მიზეზი სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობაა. 

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოხსენება. ფაქტობრივად, ყველა სფეროში გვაქვს გაუარესება და განსაკუთრებული თავია გამოყოფილი კორუფციასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ყვავის ელიტური კორუფცია. თუ ხარ „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს უფლება ძარცვო ბიუჯეტი, მოიგო ტენდერები, გქონდეს საგადასახადო შეღავათები, ვალებსაც ჩამოგწერს პარლამენტი და თუ ივანიშვილის კლანის წევრი ხარ, მაშინ შეგიძლია ჩაიგდო ნებისმიერი სახელმწიფო ქონება ხელში სიმბოლურ ფასად, - ამბობს რომან გოცირიძე. 

საქართველოს შესახებ ბაიდენის გუნდის უწვავეს ანგარიშს აქვყენებს. დოკუმენტში 2023 წლის ის მოვლენები მოხვდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. სასამართლო კლანის გარდა დოკუემნტში საუბარია  პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნაში ადმიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის  და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მცდელობებზეც. ანგარიშში მოხვდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეც.  

მსგავსი სიახლეები