"კორუფცია ყველგანაა" - მიხეილ ყაველაშვილი

23.04.24 15:27
"კორუფცია ყველგანაა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ  ყაველაშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში კორუფცია ნამდვილად არის. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია და სახდეპის მხრიდან ამაზე მითითებაც საჭირო არ არის. 

ამასთან, ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით დადებითი დინამიკა აქვს და ამ  კუთხით საქართველოს მთავრობა კი პირველ ადგილზეა. 

კორუფცია ყველგანაა და ეს თემები რომ გამოსასწორებელია, ამისთვის არ გვჭირდება დეპარტამენტის დასკვნა. ჩვენ გვაქვს დინამიკა, სადაც გამოსწორებულია კორუფციის ინდექსი. პირველ ადგილზე ვართ, სხვათა შორის, საქართველოს მთავრობა. რა თქმა უნდა, იდეალური ვერ იქნება, რა თქმა უნდა, იქნება კორუფციის ფაქტები, - ამბობს ყაველაშვილი.

საქართველოს შესახებ ბაიდენის გუნდის უწვავეს ანგარიშს აქვყენებს. დოკუმენტში 2023 წლის ის მოვლენები მოხვდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. სასამართლო კლანის გარდა დოკუემნტში საუბარია  პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნაში ადმიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის  და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მცდელობებზეც. ანგარიშში მოხვდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეც.   

მსგავსი სიახლეები