მადლობა ბატონ ბიძინას - პრემიერის მადლობა ივანიშვილს
პრემიერის მადლობა ბიძინა ივანიშვილს - "ძალიან დასაფასებელია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, მადლობა ამისთვის ფონდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე, თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ.
ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ძალიან დასაფასებელია ფონდი ქართუს მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა, ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და ამისთვის მადლობა ფონდ ქართუს და პირადად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე"- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
29 აპრილს დაგეგმილი კონტრაქციამდე 6 დღით ადრე, ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ განცხადება ფონდმა საბერძნეთთან მოპოვებული ისტორიული მატჩიდან 1 თვის თავზე გაავრცელა.