"გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

23.04.24 16:01
"გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

"გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" - ამ ეპითეტებით მოიხსენიებს პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს. პრემიერი ეხმაურება ევროპელი დეპუტატების განცხადებებს და მათი მხრიდან რეფორმების გატარების შეხსენებას, მათ შორის დებიძინიზაციას და ამბობს, რომ ევროპარლამენტარები სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ.

რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ჩვენ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან - აცხადებს კობახიძე.

კობახიძე ირწმუნება, რომ "ოცნების" რეინიცირებული კანონი სამივე მოსმენით იქნება მიღებული.

დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის  ჩაკეტილი წრე, სიცრუსი ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის ამას ემსახურება ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით" ამბობს კობახიძე. 

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები