ნაირა გელაშვილი ტყუილს ამბობს - პრემიერი

23.04.24 16:13
ნაირა გელაშვილი ტყუილს ამბობს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწერალ ნაირა გელაშვილს, რომელმაც რუსული კანონი ღიად გააკრიტიკა, ტყუილის თქმაში ადანაშაულებს.

"რაც თქვა არის ტყუილი" - თქვა ირაკლი კობახიძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

რაც თქვა ქალბატონმა ნაირამ, არის ტყუილი. ეს არის მთავარი, დანარჩენი ხომ არაფერი არ არის მთავარი. ქალბატონმა ნაირამ რაც თქვა, სიმართლეა, რაც თქვა კაცო? ვინ ცხადდება ჯაშუშად? ეს სიმართლე რანაირად არის? რანაირად არის [უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი] აგენტი კაცო, ეს ხომ უმარტივესი ტყუილია? ამიტომ, მთავარია სიმართლე", - თქვა კობახიძემ.

"ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ" - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილიც. ცნობილი მწერლი, ფიქრობს, რომ ამ კანონის მიზანი, ყველა იმ ადამიანის მოღალატედ გამოცხადებაა, ვინც "ოცნებას" არ ეთანხმება. გელაშვილი ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. 

მსგავსი სიახლეები