სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი - პრემიერი
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეს მაშინ, როცა აშშ-ს საგარეო უწყების ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც 2023 წელს ხდებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი წერია, ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო უკვე სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი. აქაც იგივეა, აქ ენჯეო დააფინანსა სახ.დეპ-მა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა მათ ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა სახ.დეპ-ის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, სწორედ ამისთვის არის საჭირო გამჭვირვალობა"- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს შესახებ ბაიდენის გუნდის უწვავეს ანგარიშს აქვყენებს. დოკუმენტში 2023 წლის ის მოვლენები მოხვდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. სასამართლო კლანის გარდა დოკუემნტში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნაში ადმიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მცდელობებზეც. ანგარიშში მოხვდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეც.