დიდი მობილიზაცია "ოცნებაში" და ტერორი საჯარო უწყებებში - როგორ ემზადება ხელისუფლება კონტრაქციისთვის?

23.04.24 20:35
დიდი მობილიზაცია "ოცნებაში" და ტერორი საჯარო უწყებებში - როგორ ემზადება ხელისუფლება კონტრაქციისთვის?

 

 

ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსული მარში და დიდი მზადება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - საჯარო უწყებებში ნამდვილი ტერორია დაწყებული. აშანტაჟებენ და ემუქრებიან სამსახურიდან გაშვებით ყველას, ვინც 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე არ იდგება. პარტაქტივს ავალებენ სიების შედგენას, ვინ რამდენი კაცი უნდა მიიყვანოს აქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადამსჯელო ღონისძიებები ამოქმედდება.

"ოცნებაში" დიდი მობილიზაციაა გამოცხადებული. სრულ იზოლაციაში მოქცეული  ხელისუფლება ძალის ემონსტრირებას ამგვარად ცდილობს.

"ოცნების" ლიდერები არ მალავენ, რომ ახლა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხის რაოდენობის ჩევენება. კვება და ტრასპორტირება უფასოა, არ ზოგავენ ფულს და ადმინისტრაციულ რესურსს. თითო სოფელს 30 კაციანი გეგმა აქვს შესასრულებელი. ხალხის მობილიზაციას ავალებენ ყველას, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებით დაწყებული, სკოლის და ბაღების პედაგოგებით დასრულებული.

ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხთან ღია დაპირისპირება გადაწყვიტა, ამიტომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ  29-ში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას არ გამართავენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები